erimedia_ravk/GuKLt3YSR.webp

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კადრების სამმართველოს უფროსი დააკავეს

ამბები
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კადრების სამმართველოს უფროსი დააკავეს
ამბები

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კადრების სამმართველოს უფროსი დააკავეს

erimedia_ravk/GuKLt3YSR.webp
14 მაი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კადრების სამმართველოს უფროსს მექრთამეობაში დასდეს ბრალი, მისი სახლიდან 100 მილიონი რუსული რუბლი (ერთი მილიონი დოლარი) ამოიღეს.

როგორც „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური იუწყება, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის წაუყენეს.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, იური კუზნეცოვი 2021-2023 წლებში რუსეთის გენშტაბის მერვე სამმართველოს უფროსი იყო, როდესაც, გარკვეული ქმედებების სანაცვლოდ, კომერციული სტრუქტურების წარმომადგენლებისგან ქრთამი აიღო.

კონკრეტულად რა ქმედებებზეა საუბარი, განცხადებაში არაფერია ნათქვამი.

საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, კუზნეცოვის სახლის ჩხრეკისას ამოღებულია დიდი ოდენობით ნაღდი ფული, 100 მილიონი რუბლზე მეტი (ერთი მილიონი დოლარი) და ასევე ოქროს მონეტები, საკოლექციო საათები და ფუფუნების საგნები.

სასამართლომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება კუზნეცოვის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანის შესახებ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის დაკავება ხმაურიანი სკანდალის ფონზე მოხდა, რომელშიც თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვი ფიგურირებს. მას ასევე მექრთამეობაში ედება ბრალი.

12 მაისს ვლადიმერ პუტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო