„დიდი შვიდეული“ რუსეთს მოუწოდებს, უკრაინას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი დაუბრუნოს
10 აგვისტო, 2022

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთს მოუწოდებენ, უკრაინას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი დაუყოვნებლივ გადასცეს.
„რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიას და სუვერენიტეტს. ამ კონტექსტში, მოვითხოვთ, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ გადასცეს სრული კონტროლი მის კანონიერ სუვერენულ მფლობელს, უკრაინას, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ყველა ატომურ ობიექტზე, რათა უზრუნველყოს მათი უსაფრთხო და დაცული მუშაობა“, - აცხადებენ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები.
შეგახსენებთ, 5 აგვისტოს რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რამდენჯერმე დაბომბეს.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო
