„დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების ელჩები უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის არჩევის წესში შეტანილი ცვლილებების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ

ამბები/ წყარო: 1tv.ge
„დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების ელჩები უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის არჩევის წესში შეტანილი ცვლილებების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ
ამბებიწყარო: 1tv.ge

„დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების ელჩები უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის არჩევის წესში შეტანილი ცვლილებების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ

6 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/9xfc75GVg.jpeg

„დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების ელჩები უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის არჩევის წესში შეტანილი ცვლილებების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

საქმე ეხება კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის კანდიდატებისადმი მოთხოვნების ნაწილი შესაძლოა, გაუქმდეს. კერძოდ, დღეს მოქმედი კანონი უკრძალავდა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობის მსურველს, ბოლო ორი წლის განმავლობაში ყოფილიყო თანამდებობაზე პარტიის მმართველ ორგანოებში. განახლებულ ვერსიაში კი ეს შეზღუდვა მოიხსნა.

ამას გარდა, კანონპროექტი, რომელიც „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების ელჩების შეშფოთებას იწვევს, ითვალისწინებს ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის გათავისუფლების შესაძლებლობას, თუ დადგინდა, რომ „მას კორუფციასთან დაკავშირებული სამართალდარღვევა აქვს ჩადენილი“.

შესაბამისი ცვლილება უმაღლესი რადას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანიზაციის საკითხთა კომიტეტმა დაამტკიცა. მისი ინიციატორი გახლდათ მმართველი პარტიის დეპუტატი ანდერი კლოჩკო, რომლიც თავად არის კორუფციული გამოძიების ფიგურანტი. კლოჩკოს წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჟურნალისტებმა დეპუტატის პენსიონერ დედას აღმოუჩინეს მიწის ნაკვეთები, სახლები და ავტომობილი „ტესლა“.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის ასარჩევად გამჭვირვალე კონკურსის ჩატარება ბრიუსელის ერთი-ერთი მოთხოვნაა, რომ უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი.

ავტორი - ლევან ახალაია

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო