დიმიტრი ლორთქიფანიძე - TBC ბანკმა სანქცია დამადო და ანგარიშები დამიხურა

ამბები
დიმიტრი ლორთქიფანიძე - TBC ბანკმა სანქცია დამადო და ანგარიშები დამიხურა
ამბები

დიმიტრი ლორთქიფანიძე - TBC ბანკმა სანქცია დამადო და ანგარიშები დამიხურა

11 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/n9yEb8GVg.jpeg

იურისტი, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი, დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ TBC ბანკმა სანქციები დაუწესა და ანგარიშები დაუხურა. ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი წევრი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს:

„TBC ბანკმა სანქცია დამადო და ანგარიშები დამიხურა! დაიწყო საბანკო ტერორი!!! პასუხი გაგეცემათ!!!“ - წერს ლორთქიფანიძე.

სტატუსის კომენტარებში ის ბანკისგან მიღებულ წერილსაც ავრცელებს, სადაც წერია, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძეს ერთი კვირის ვადა აქვს ანგარიშებზე არსებული თანხის სხვა ბანკებში გადასატანად. წერილში ანგარიშების დახურვის მიზეზად ბანკის შიდა პოლიტიკაა დასახელებული.

„ანგარიშების დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში: „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკს უფლება აქვს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადოს ანგარიშის გახსნაზე ან მომსახურების გაწევაზე“, – ნათქვამია თანდართულ ფოტოზე ასახულ TBC ბანკის წერილში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო