დიმიტრი მედვედევი - ცხინვალზე თავდასხმა დაიწყო მოულოდნელად და ვერაგულად, ვალდებულები ვიყავით, გვეპასუხა, ცრემლს ვერ მოვიწმენდდით და თავს ვერ დავხრიდით სისხლიანი სულელის წინაშე, ხალხს მის საჯიჯგნად ვერ მივატოვებდით

ამბები/ წყარო: 1tv.ge
დიმიტრი მედვედევი - ცხინვალზე თავდასხმა დაიწყო მოულოდნელად და ვერაგულად, ვალდებულები ვიყავით, გვეპასუხა, ცრემლს ვერ მოვიწმენდდით და თავს ვერ დავხრიდით სისხლიანი სულელის წინაშე, ხალხს მის საჯიჯგნად ვერ მივატოვებდით
ამბებიწყარო: 1tv.ge

დიმიტრი მედვედევი - ცხინვალზე თავდასხმა დაიწყო მოულოდნელად და ვერაგულად, ვალდებულები ვიყავით, გვეპასუხა, ცრემლს ვერ მოვიწმენდდით და თავს ვერ დავხრიდით სისხლიანი სულელის წინაშე, ხალხს მის საჯიჯგნად ვერ მივატოვებდით

8 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/ggTSZSi4g.jpeg

ცხინვალზე თავდასხმა დაიწყო მოულოდნელად და ვერაგულად, ჩვენ ვალდებულები ვიყავით, გვეპასუხა, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, დიმიტრი მედვედევმა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „იტარ ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მედვედევი აცხადებს, რომ დღესაც სწორად მიაჩნია გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთის სამხედროები „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე შევიდნენ.

„ცხინვალზე და სხვა დასახლებულ პუნქტებზე თავდასხმა დაიწყო მოულოდნელად და ვერაგულად – საარტილერიო დარტყმებით საცხოვრებელ უბნებზე, სამოქალაქო ობიექტებზე, საავადმყოფოებსა, სკოლებსა და რუს სამშვიდობოებზე. ამგვარად, ვაშინგტონის მიერ კონტროლირებადმა მარიონეტულმა რეჟიმმა გადაწყვიტა, სამხრეთ ოსეთისთვის თავს მოეხვია მათი გაგებით, „დემოკრატია და ჰუმანიზმი“ და ძალით დაებრუნებინათ ის საქართველოს შემადგენლობაში მთელი ერის განადგურების ხარჯზე. ცხადია, ჩვენ ვალდებულები ვიყავით, გვეპასუხა. ჩვენ უბრალოდ ცრემლს ვერ მოვიწმენდდით და თავს ვერ დავხრიდით სისხლიანი სულელის წინაშე, ხალხს მის საჯიჯგნად ვერ მივატოვებდით“, – ამბობს ინტერვიუში მედვედევი.

მედვედევი ასევე ამტკიცებს, რომ საქართველო ვერასდროს გახდება ნატო-სა და ევროკავშირის წევრი.

„ნატო-ს მისწრაფება, გაფართოვდეს რუსეთის საზღვრებთან, როგორც ავთვისებიანი სიმსივნე, უკვე გადაიქცა მსოფლიოს პრობლემად. ყველა გონიერ ადამიანს ამაზე გული ერევა. ვფიქრობ, უკრაინა და საქართველო ვერ ეღირსებიან ვერც ნატო-ს და ვერც ევროკავშირის წევრობას, სადაც შესვლა მხოლოდ ჩრდილოატალანტიკური ალიანსის ვიწრო ხვრელის გავლითაა შესაძლებელი“, – ამბობს მედვედევი.

მისივე მტკიცებით, რუსეთი აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიიჩნევს.

„იქ მდებარეობს ჩვენი სამხედრო ბაზები. ეს კარგად ესმით საქართველოს ხელისუფლების წევრებს. ისინი კიდევ ერთხელ არ გამოცდიან ბედს და არ შევლენ დაპირისპირებაში ისეთ დიდ სახელმწიფოსთან, როგორიც რუსეთია“, – აცხადებს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.

მედვედევი ასევე ამტკიცებს, რომ 2008 წლის ომი და უკრაინაში 2022 წელს წამოწყებული საომარი მოქმედებები არის „დასავლეთის მცდელობა, შეარყიოს მდგომაროება რუსეთში“.

„ისინი ამას რუსეთის მეზობლების დახმარებით აკეთებენ. მიზანი ერთია – რუსეთის განადგურება“, – აცხადებს მედვედევი ინტერვიუში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო