დიმიტრი მედვედევი - კიევმა წარმოშვა „უსაფრთხოების გარანტიების" პროექტი, რომელიც მესამე მსოფლიო ომის პროლოგია
13 სექტემბერი, 2022

კიევი არ მიიღებს „უსაფრთხოების გარანტიებს“, მით უმეტეს, რომ მათი პროექტი არსებითად, მესამე მსოფლიო ომის „პროლოგია“. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„კიევმა წარმოშვა „უსაფრთხოების გარანტიების" პროექტი, რომელიც არსებითად მესამე მსოფლიო ომის პროლოგია. რა თქმა უნდა, არავინ მისცემს „გარანტიებს" უკრაინელ ნაცისტებს", - დაწერა მან ტელეგრამის არხზე.
მისი თქმით, თუ დასავლეთი განაგრძობს კიევის იარაღით "დატენვას", უკრაინაში სამხედრო კამპანია გადავა ახალ დონეზე და დაკარგავს ხილულ საზღვრებს.
„ჩვენმა მოსისხლე მეგობრებმა - სხვადასხვა კალიბრის დასავლელმა ბოსებმა, რომელთაც ეკუთვნით ისტერიული მიმართვა (საუბარია უსაფრთხოების შესახებ კიევის შეთანხმების პროექტზე, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა) - საბოლოოდ უნდა გაიგონ ერთი მარტივი რამ. ეს პირდაპირ ეხება ნატო-სა და რუსეთს შორის ჰიბრიდულ ომს. იმ შემთხვევაში, თუ ეს იდიოტები გააგრძელებენ კიევის რეჟიმის ყველაზე სახიფათო ტიპის იარაღებით დატენვას, ადრე თუ გვიან, სამხედრო კამპანია სხვა დონეზე გადავა“, - წერს მედვედევი.
მისი თქმით, ამ კამპანიას არ ექნება ხილული საზღვრები და მხარეთა ქმედებები პოტენციურად არაპროგნოზირებადიც კი გახდება.
„ის მიჰყვება თავის სამხედრო სცენარს, რომელშიც ჩაერთვებიან ახალი მონაწილეები. ყოველთვის ასე იყო" , - წერს მედვედევი.