დიმიტრი მედვედევი - თავდაცვისთვის შესაძლოა გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ მობილიზებული ძალები, არამედ რუსეთის ხელთ არსებული ნებისმიერი იარაღი
22 სექტემბერი, 2022

"რეფერენდუმი ჩატარდება, დონბასი და დანარჩენი ტერიტორიები რუსეთის შემადგენლობაში შევლენ. ყველა მიერთებული ტერიტორიის დაცვა გაძლიერებულად მოხდება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ", - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი "ტელეგრამში" წერს.
"რუსეთმა განაცხადა, რომ ამგვარი თავდაცვისთვის შესაძლოა გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ მობილიზებული ძალები, არამედ რუსეთის ხელთ არსებული ნებისმიერი იარაღი, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული და ახალ პრინციპებზე დაფუძნებული იარაღი.
ამიტომ, სხვადასხვა გადამდგარ გენერლებს ვურჩევდი, ნუ გვემუქრებიან იმაზე საუბრებით, რომ ნატო-ს ძალები ყირიმს დაარტყამენ. ულტრაბგერებს გარანტირებულად შეუძლია ევროპასა და აშშ-ში ბევრად უფრო სწრაფად მიაღწიოს მიზანს.
რაც შეეხება დასავლურ "ისთებლიშმენტს", ზოგადად, ნატო-ს ქვეყნების ყველა მოქალაქემ უნდა გაიგოს, რომ რუსეთმა თავისი გზა აირჩია. უკან დასახევი გზა არ არსებობს", - წერს დიმიტრი მედვედევი.