დიმიტრი პესკოვი - რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს “ბაირაქტარის” რუსეთში შესაძლო წარმოების ან თურქეთისგან შეძენის საკითხი არ განუხილავთ
5 აგვისტო, 2022

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს უპილოტო საფრენი აპარატი “ბაირაქტარის” რუსეთში შესაძლო წარმოების ან თურქეთისგან შეძენის საკითხი არ განუხილავთ. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
როგორც მედია წერს, ორი კვირის წინ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ მთავრობა უმაღლეს რადას უკრაინასა და თურქეთს შორის მაღალტექნოლოგიური, საავიაციო და კოსმოსური ინდუსტრიების თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებისთვის კანონპროექტს გაუგზავნის.
„სხვა საკითხებთან ერთად, ეს [შეთანხმება] უკრაინაში ქარხნის აშენებას გახდის შესაძლებელს „ბაირაქტარის“ ცნობილი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებისა და მომსახურებისთვის“, - აღნიშნა შმიგალმა.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო
