დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს მინსკის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განუხილავთ
29 სექტემბერი, 2022

ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს მინსკის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განუხილავთ. რუსული სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის განმარტებით, აღნიშნულ კონტექსტში არც ყირიმის აღიარებაზე ყოფილა საუბარი.
„ეს არის აბსოლუტურად შიდა საქმე, ბელარუსის სუვერენული უფლება და ჩვენ ველოდებით, რომ ჩვენი ბელარუსი ამხანაგები დამოუკიდებლად და მათთვის სათანადო დროს მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, გუშინ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. მანამდე, 26 სექტემბერს, მან სოჭში ვლადიმირ პუტინთან გამართა მოლაპარაკებები.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო