erimedia_ravk/AeGiKI0IR.webp

დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნების ჩანაწერები აჩვენებს დასავლეთის ჩართულობას უკრაინის ომში

ამბები
დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნების ჩანაწერები აჩვენებს დასავლეთის ჩართულობას უკრაინის ომში
ამბები

დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნების ჩანაწერები აჩვენებს დასავლეთის ჩართულობას უკრაინის ომში

erimedia_ravk/AeGiKI0IR.webp
4 მარ

კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნების ჩანაწერები აჩვენებს დასავლეთის ჩართულობას უკრაინის ომში.

„დისკუსიებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კოლექტიური დასავლეთის უშუალო ჩართულობას უკრაინის კონფლიქტში“, – აღნიშნა პესკოვმა.

როგორც დიმიტრი პესკოვი განმარტავს, ეს ფაქტი არ საჭიროებს რაიმე სამართლებრივ ინტერპრეტაციას და ყველაფერი ისედაც ცხადია.

„ჩვენ უნდა დავადგინოთ, გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ამას თავის ინიციატივით აკეთებს თუ არა. ამის შემდეგ კითხვა ჩნდება: რამდენად კონტროლირებადია თავდაცვის სამინისტრო და რამდენად აკონტროლებს ოლაფ შოლცი სიტუაციას, თუ ეს გერმანიის მთავრობის პოლიტიკის ნაწილია. ორივე სცენარი ძალიან ცუდია“, – აღნიშნა შოლცმა.

ამასთან, გერმანიის ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. დიპლომატმა უწყება მისვლიდან ერთი საათის შემდეგ უკომენტაროდ დატოვა.

მიზეზი რუსულ მედიაში გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნების აუდიოჩანაწერების გამოქვეყნება გახდა, რომლებიც უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა „ტაურუსის“გადაცემაზე საუბრობდნენ, ხოლო ამ რაკეტების პოტენციურ სამიზნედ გერმანელი სამხედროები ყირიმის ხიდს ასახელებენ.

მოგვიანებით, გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა. ამასთან, უწყებაში განაცხადეს, რომ ჯერ ვერ იტყვიან, არის თუ არა ჩანაწერი დამონტაჟებული. მომხდარს უკვე გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. მისი თქმით, ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო