დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა მხოლოდ იმ პირობით შედგება, თუ იგი მოსკოვის პირობებს შეასრულებს.
4 სექტემბერი, 2022

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, თუ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოსკოვის პირობების შესრულებას დათანხმდება, რუსეთი მზად არის მასთან მოლაპარაკებები გამართოს.
„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიაში, გადაცემაში საუბრისას განაცხადა.
რუსულ მედიაში გასული გადაცემის წამყვანმა დიმიტრი პესკოვს დაუსვა კითხვა, რა საკითხზე შეიძლება, ისაუბროს რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებზე.
„იმაზე, თუ როგორ შესრულდება ჩვენი პირობები“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.
ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ „მოსკოვის წამოყენებული პირობები უცვლელია, ხოლო რუსეთის ოპერაცია მიმდინარეობს და ყველა დასახული ამოცანა შესრულდება“.
ავტორი - გიორგი აფხაიძე
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო
