დიმიტრი პესკოვი იზიუმთან აღმოჩენილ მასობრივ საფლავზე - ეს სიცრუეა - იგივე სცენარია, როგორც ბუჩაში
19 სექტემბერი, 2022
რემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი უარყოფს ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს.
“ეს იგივე სცენარია, როგორც ბუჩაში. ყველაფერი ერთი სცენარის მიხედვით ვითარდება. ეს სიცრუეა და, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ სიმართლეს მთელ ამ ამბავში", - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, ოკუპანტებისგან გათავისუფლებული იზიუმის მახლობლად მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, სადაც დაახლოებით 450 ცხედარი იყო დამარხული. უკრაინამ ცხედრების ექსჰუმაციის პროცესი დაიწყო. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ცხედრების ნაწილს წამების კვალი აღენიშნებოდათ და მან რუსეთი ომის დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულა.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო