დიმიტრიოს კერიდასი - საბერძნეთი მზადაა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ყოველმხრივ დაეხმაროს

ამბები/ წყარო: 1tv.ge
დიმიტრიოს კერიდასი - საბერძნეთი მზადაა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ყოველმხრივ დაეხმაროს
ამბებიწყარო: 1tv.ge

დიმიტრიოს კერიდასი - საბერძნეთი მზადაა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ყოველმხრივ დაეხმაროს

29 ივნისი, 2022

erimedia_ravk/4AECD_3nR.jpeg

საქართველოს პარლამენტის საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები საბერძნეთში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებენ.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართა საბერძნეთის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრიოს კერიდასთან, სადაც საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებისა და ევროკავშირში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის საკითხზე იმსჯელეს.

დიმიტრიოს კერიდასი საქართველოს პროგრესს მიესალმა და განაცხადა, რომ საბერძნეთი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის მიზნით, აწარმოოს მოლაპარაკებები ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტარებთან.

შეხვედრას საბერძნეთსა და სერბეთში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი დავით დონდუა ესწრებოდა.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი შედიან. დეპუტატები საბერძნეთის რესპუბლიკაში ვიზიტს 30 ივნისს დაასრულებენ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო