„დოიჩე ბანი“ უკრაინის მარცვლეულის გერმანიის პორტებში გადაზიდვას დაიწყებს

ამბები/ წყარო: 1tv.ge
„დოიჩე ბანი“ უკრაინის მარცვლეულის გერმანიის პორტებში გადაზიდვას დაიწყებს
ამბებიწყარო: 1tv.ge

„დოიჩე ბანი“ უკრაინის მარცვლეულის გერმანიის პორტებში გადაზიდვას დაიწყებს

21 ივლისი, 2022

erimedia_ravk/kQqNgaRVR.jpeg

გერმანული სარკინიგზო კონცერნი „დოიჩე ბანი“ (Deutsche Bahn) უკრაინის მარცვლეულის გერმანიის პორტებში გადაზიდვას დაიწყებს. „დოიჩე ველეს“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ კონცერნის შვილობილი კომპანიის DB Cargo-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

მისი თქმით, მარცვლეულის გერმანულ პორტებში გადაზიდვის მიზანს შემდგომ მათი სხვა ქვეყნებში ტრანსპორტირება წარმოადგენს. ამისთვის კონცერნი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის შექმნილი ქსელის გარდაქმნას გეგმავს.

მარცვლეულის გადაზიდვა მოხდება როსტოკისა და ჰამბურგის პორტებში, ასევე ბრეიკში, რომელიც ​ბრემერჰაფენთან ახლოს მდებარეობს. ტვირთის უმეტესი ნაწილი რუმინეთის გავლით ჩავა გერმანიაში, რომელსაც უკრაინასთან გრძელი საზღვარი აქვს და ფლობს შესაბამის ინფრასტრუქტურას, რომელიც საჭიროა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის. ტვირთის ნაწილის ტრანსპორტირება პოლონეთის გავლითაც იგეგმება.

„ჩვენ ვეცდებით რაც შეიძლება მეტი მარცვლეულის ტრანსპორტირებას“, – განაცხადა DB Cargo-ს წარმომადგენელმა, თუმცა კონკრეტული მოცულობები არ დაუსახელებია.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო