დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი რეზიდენცია ფლორიდაში ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლებმა გაჩხრიკეს

ამბები/ წყარო: 1tv.ge
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი რეზიდენცია ფლორიდაში ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლებმა გაჩხრიკეს
ამბებიწყარო: 1tv.ge

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი რეზიდენცია ფლორიდაში ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლებმა გაჩხრიკეს

9 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/hme1ZGi4g.webp
(c) Getty Images

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი რეზიდენცია ფლორიდაში ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლებმა გაჩხრიკეს.

როგორც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები პალმ ბიჩზე მდებარე მის სახლში წინასწარი გაფრთხილების გარეშე მივიდნენ.

როგორც „ბიბისი“ წერს, ჩხრეკა სავარაუდოდ უკავშირდება ტრამპის მიერ თეთრი სახლიდან პრეზიდენტის ოფიციალური დოკუმენტაციის გატანის სავარაუდო შემთხვევებს.

თავად ტრამპმა მის რეზიდენციაში ჩატარებულ ჩხრეკას პროკურატურის მხრიდან „არამართლზომიერი“ ქმედება უწოდა. მისივე თქმით, „რადიკალი მემარცხენე დემოკრატები მართლმსაჯულების სისტემას იარაღად იყენებენ, რათა ხელი შეუშალონ 2024 წელს პრეზიდენტად კენჭისყრაში“.

„ეს ბნელი დღეა აშშ-ის ისტორიაში“, – წერს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ოფიციალურ განცხადებაში.

ტრამპის თქმით, „მსგავსი რამ მხოლოდ მესამე მსოფლიოს ქვეყნებში ხდება“.

ტრამპის მტკიცებით, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლებმა მისი სეიფი გატეხეს. „ბიბისის“ ცნობით, აგენტებმა ტრამპის რეზიდენციიდან რამდენიმე ყუთი გაიტანეს.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება აპრილში მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის ეროვნული არქივის სამმართველომ შეატყობინა კონგრესს, რომ დონალდ ტრამპის სახლში თეთრი სახლის დოკუმენტებით სავსე 15 ყუთი აღმოაჩინა. ზოგიერთი მათგანი საიდუმლო დოკუმენტს წარმოადგენდა.

კანონის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტი თანამდებობის დატოვების შემდეგ ვალდებულია, მისი წერილები, სამუშაო დოკუმენტები და ელექტრონული ფოსტა ეროვნულ არქივს გადასცეს.

ავტორი - ლევან ახალაია

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო