erimedia_ravk/MgI0Y8RSR.jpeg

დონალდ ტრამპი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მან ფულტონის ოლქის ციხე უკვე დატოვა

ამბები
დონალდ ტრამპი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მან ფულტონის ოლქის ციხე უკვე დატოვა
ამბები

დონალდ ტრამპი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მან ფულტონის ოლქის ციხე უკვე დატოვა

erimedia_ravk/MgI0Y8RSR.jpeg
25 აგვ

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფულტონის ოლქის ციხეში გამოცხადების შემდეგ დააკავეს და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. დონალდ ტრამპმა ფულტონის ოლქის ციხე უკვე დატოვა.

ციხეში პროცედურები დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. დონალდ ტრამპს თითის ანაბეჭდები აუღეს და ფოტო გადაუღეს. შეთანხმების საფუძველზე, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი 200 000 აშშ დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ასევე, მას ეკრძალება სოციალური მედიის გამოყენება, რათა საქმეში მის 18 თანაბრალდებულზე, ასევე ნებისმიერ მოწმეზე ან 30 დაუსაბუთებელ თანამონაწილეზე ზეწოლა ვერ განახორციელოს.

გათავისუფლების შემდეგ ატლანტის აეროპორტში ტრამპმა მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

როგორც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, მას არაფერი დაუშავებია და ეს ამერიკისთვის სამწუხარო დღეა.

„ძალიან სამწუხარო დღეა ამერიკისთვის, რომელიც აღარ უნდა განმეორდეს… მე არაფერი დამიშავებია“, – ამბობს ტრამპი. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მას სჯერა, რომ არჩევნები გაყალბებული იყო.

„ჩვენ გვაქვს ყველა უფლება, გავაპროტესტოთ არჩევნები, რომელიც არაკეთილსინდისიერად მიგვაჩნია“, – თქვა ტრამპმა.

ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის ბრალდება წელს უკვე მეოთხედ წაუყენეს.

erimedia_ravk/Za5wL8RSR.jpeg
ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო