დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ გერმანიას რუსული გაზის ალტერნატივა არ აქვს
18 სექტემბერი, 2022

გერმანიას არ გააჩნია რუსული ენერგორესურსების ალტერნატივა, ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციაზე უარის თქმამ ქვეყანა შეიძლება კოლაფსამდე მიიყვანოს, - ამის შესახებ შაბათს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
"გერმანია ახლა უბრუნდება ქვანახშირს, ძველ მეთოდებს, მაგრამ მათ არჩევანი უბრალოდ არ აქვთ. ისინი ქვეყნის გარეშე დარჩებიან", - განაცხადა ტრამპმა ოჰაიოში გამართულ მხარდამჭერთა მიტინგზე. მისი გამოსვლა ტელეკომპანია Newsmax-მა გაავრცელა.
თეთრი სახლის ყოფილმა ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ როდესაც ის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო, მან გერმანიის მაშინდელ კანცლერს, ანგელა მერკელს თეთრი დროშა გაუგზავნა შემდეგი სიტყვებით - „თუ თქვენ ენერგორესურსების 72%-ს რუსეთისგან იღებთ, მაშინ, ინებეთ თეთრი დროშა, ვინაიდან თქვენ მალე დანებდებით".