erimedia_ravk/vWp0F-RIR.jpeg

დონალდ ტრამპს გირაოს სახით, სასამართლო პროცესამდე თავისუფლების სანაცვლოდ, 200,000 აშშ დოლარი შეეფარდა

ამბები
დონალდ ტრამპს გირაოს სახით, სასამართლო პროცესამდე თავისუფლების სანაცვლოდ, 200,000 აშშ დოლარი შეეფარდა
ამბები

დონალდ ტრამპს გირაოს სახით, სასამართლო პროცესამდე თავისუფლების სანაცვლოდ, 200,000 აშშ დოლარი შეეფარდა

erimedia_ravk/vWp0F-RIR.jpeg
23 აგვ

ორშაბათს ფულტონის ოლქის პროკურორს, ფანი უილისს ტრამპის ადვოკატები შეხვდნენ. ყოფილი პრეზიდენტს გირაოს სახით, სასამართლო პროცესამდე თავისუფლების სანაცვლოდ, 200,000 აშშ დოლარი შეეფარდა. ამასთან ყოფილ პრეზიდენტს ეკრძალება სოციალური მედიის გამოყენება და ადვოკატების გარეშე აღნიშნულ საქმეში 18 თანაბრალდებულთან, ნებისმიერ მოწმესთან ან თანამონაწილესთან კომუნიკაცია, ასევე, ნებისმიერი ფორმით მათზე ზეწოლა.

მანამდე ყოფილმა პრეზიდენტმა თავის Truth Social პლატფორმაზე დაწერა, რომ მას ხუთშაბათს დააპატიმრებენ.

„ხუთშაბათს მივდივარ ატლანტაში, ჯორჯიის შტატში, იმისთვის, რომ ოლქის პროკურორმა, რადიკალმა და მემარცხენე ფანი უილისმა დამიჭიროს“, - დაწერა ტრამპმა.

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ჯორჯიის შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობა ედება ბრალად.

ფულტონის ოლქის პროკურორმა, ფანი უილისმა, რომელიც ტრამპის წინააღმდეგ საქმეს უძღვება, სასამართლოს მიმართა, რომ ყოფილ პრეზიდენტს ოფიციალური ბრალდება 5 სექტემბერს წაუყენონ, ხოლო, სასამართლო პროცესი მომავალი წლის მარტში დაიწყოს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო