erimedia_ravk/pKwMFoKIg.jpeg

დონალდ ტრამპმა გაასაჩივრა მეინის შტატის სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ შტატში რესპუბლიკური პარტიის "პრაიმერში" მონაწილეობა აუკრძალეს

ამბები
დონალდ ტრამპმა გაასაჩივრა მეინის შტატის სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ შტატში რესპუბლიკური პარტიის "პრაიმერში" მონაწილეობა აუკრძალეს
ამბები

დონალდ ტრამპმა გაასაჩივრა მეინის შტატის სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ შტატში რესპუბლიკური პარტიის "პრაიმერში" მონაწილეობა აუკრძალეს

erimedia_ravk/pKwMFoKIg.jpeg
5 იან

დონალდ ტრამპმა გაასაჩივრა მეინის შტატის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მას ამ შტატში რესპუბლიკური პარტიის "პრაიმერში" მონაწილეობა აუკრძალეს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მოითხოვს, რომ მეინის შტატის სახელმწიფო მდივნის, შენა ბელოუსის განჩინება გაუქმდეს.

ტრამპის ადვოკატების მტკიცებით, ბელოუსის გადაწყვეტილება მიკერძოებული და პოლიტიკურად მოტივირებულია. ამასთან, საჩივარში ყოფილი პრეზიდენტის იურისტები მიუთითებენ, რომ მეინის შტატის სახელმწიფო მდივანმა კანონდარღვევით მიიღო გადაწყვეტილება.

მანამდე ტრამპს რესპუბლიკური პარტიის "პრაიმერში" მონაწილეობა ასევე აუკრძალეს კოლორადოს შტატში. ორივე შემთხვევაში ამის მიზეზად ტრამპის მიერ 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმის წაქეზება დასახელდა.

დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული ყველა საქმე მიზნად ისახავს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მის ჩამოშორებას.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო