erimedia_ravk/5zWQRe64g.jpeg

დონალდ ტრამპს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

ამბები
დონალდ ტრამპს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
ამბები

დონალდ ტრამპს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

erimedia_ravk/5zWQRe64g.jpeg
15 აგვ

აშშ-ის რიგით 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ჯორჯიის შტატის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ ბრალი წაუყენა. საქმე 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობას ეხება. 98-გვერდიან საბრალდებო დასკვნაში აღნიშნულია, რომ დონალდ ტრამპის გარდა, ბრალი კიდევ 19 პირს წარედგინა.

საბრალდებო დასკვნაში, რომელიც 41 პუნქტისგან შედგება, დეტალურად არის აღწერილი, თუ რაში ედება ბრალი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს. მათ შორისაა: ჯორჯიის შტატის რეკეტული აქტის დარღვევა; საჯარო მოხელის მიერ ფიცის დარღვევის მოთხოვნა; საჯარო მოხელედ თავის წარმოჩენა; დოკუმენტების გაყალბება; ყალბი განცხადებები, ნაწერები და ყალბი დოკუმენტების წარდგენა და სხვა.

საბრალდებო დასკვნა ბრალდებულებს „კრიმინალურ ორგანიზაციად“ მოიხსენიებს და მათ ბრალს სდებს სხვა დანაშაულებშიც, მათ შორის მოწმეებზე ზემოქმედების, კომპიუტერის ხელყოფის, ქურდობისა და ცრუ ჩვენების მიცემაში.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპისთვის ეს უკვე მეოთხე საბრალდებო აქტია.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო