erimedia_ravk/fn8zYPVVg.jpeg

"დრიფტი", ხმაური და სიჩქარის გადაჭარბება - 2024 წლიდან ჯარიმები გაიზრდება

ამბები
"დრიფტი", ხმაური და სიჩქარის გადაჭარბება - 2024 წლიდან ჯარიმები გაიზრდება
ამბები

"დრიფტი", ხმაური და სიჩქარის გადაჭარბება - 2024 წლიდან ჯარიმები გაიზრდება

erimedia_ravk/fn8zYPVVg.jpeg
5 ოქტ

საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებს განიხილავს. ცვლილებები სიჩქარის გადაჭარბებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ზრდას, ავტომობილის ხმაურის რეგულირების საკითხსა და ე.წ. დრიფტების აკრძალვას შეეხება.

პროექტი შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მოამზადა და მისმა მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, შექმნილი ვითარება, როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებებს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, ახალი ნორმა ძალაში 2024 წლის 1 იანვრიდან შევა.

ცვლილებების მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება, 150 ლარის ნაცვლად, 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

რაც შეეხება ავტომობილის ხმაურის რეგულირების საკითხს, ხმაურის დასაშვები დონე მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება. სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მიერ წარმოქმნილი ხმაური დადგენილ ნორმებს აღემატება, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო მართვის მოწმობის აქტივს 10 ქულა გამოაკლდება.

ამასთან, ავტომობილის განზრახ მოცურება ან მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება (ე.წ. დრიფტი), გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და 30 ქულის დაკლებას. თუ აღნიშნულ ქმედებას სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა, ჯარიმის ოდენობა 500 ლარი იქნება. ეს ცვლილება არ შეეხება კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ პროფესიულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეებს.

როგორ სამინისტროში განაცხადეს, კანონპროექტი დამუქებული მინების და ციმციმა სიგნალების დადგენილი წესის დარღვევით გამოყენებასაც შეეხება. კერძოდ, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია ან მათი შუქგამტარობა შეზღუდულია დადგენილი წესის დარღვევით, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით (50-ის ნაცვლად), ხოლო ციმციმა სიგნალების გამოყენება დადგენილი წესის დარღვევით, გამოიწვევს 2.000 ლარით დაჯარიმებას, ნაცვლად 200 ლარისა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო