erimedia_ravk/8nq4WV2Vg.jpeg

ე.წ. საშობაო ზავი ძალაში შევიდა - 36 საათის განმავლობაში ცეცხლი შეწყდება

ამბები
ე.წ. საშობაო ზავი ძალაში შევიდა - 36 საათის განმავლობაში ცეცხლი შეწყდება
ამბები

ე.წ. საშობაო ზავი ძალაში შევიდა - 36 საათის განმავლობაში ცეცხლი შეწყდება

erimedia_ravk/8nq4WV2Vg.jpeg
6 იან

ძალაში შევიდა ე.წ. საშობაო ზავი - 36 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა უკრაინაში ცეცხლი არ უნდა გახსნან. ყოველი შემთხვევისთვის ასეთია პუტინის პირობა, რომელიც მან გვიან ღამით დადო და დღესასწაულით ახსნა, საშობაო ზავის ინიციატივა პატრიარქ კირილს ეკუთვნოდა.

იმას, რაც რუსეთმა რელიგიური მოტივებით შეფუთა, ცივილიზებულმა სამყარომ თავისი სახელი დაარქვა, სულის მოთქმა და ძალების მოკრება ახალი ტერორისთვის, სწორედ ეს შეფასება მოჰყვა მსოფლიო ლიდერების მხრიდან ინიციატივას რუსეთისგან, რომელიც თითქმის ერთი წელია ეკლესიებსაც თარიღების მიუხედავად ბომბავს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი ომის დროს შესვენებებს იყენებს, რათა შეაყოვნოს უკრაინელების წინსვლა და თავად მიუახლოვდეს მათ პოზიციებს.

"ახლა მათ სურთ, შობა საფარად გამოიყენონ, რათა ცოტა ხნით მაინც შეაჩერონ ჩვენი ბიჭების წინსვლა დონბასში და საკუთარი ტექნიკა, საბრძოლო მასალა და მობილიზებულები ახლოს მოაგორონ ჩვენ პოზიციებთან. რას მოგვცემს ეს?! მხოლოდ დანაკარგის ზრდას. მსოფლიოში ყველამ იცის, როგორ იყენებს კრემლი ომის დროს შესვენებებს, რათა განახლებული ენერგიით განაგრძოს ომი, მაგრამ ომის უფრო სწრაფად დასასრულებლად ეს სულაც არ არის საჭირო. საჭიროა რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც იპოვიან გამბედაობას, გათავისუფლდნენ კრემლში ერთი კაცის მიმართ თავიანთი სამარცხვინო შიშისგან, სულ მცირე, 36 საათის განმავლობაში, სულ მცირე, შობის დროს. ომის დასრულება ნიშნავს თქვენი სახელმწიფოს აგრესიის დასრულებას. მაშინაც კი, როცა თქვენი რაკეტები და თვითმფრინავები ჩვენს ქალაქებს არ ესხმიან, ტერორი ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება. უკრაინელებს მოსვენებას არ აძლევთ. ხალხს აწამებენ, აუპატიურებენ. ეს გრძელდება ყოველდღე, სანამ თქვენი ჯარისკაცები ჩვენს მიწაზე არიან. ომი დასრულდება, როცა თქვენი ჯარისკაცები ან წავლენ, ან ჩვენ მათ გამოვდევნით," - აცხადებს ზელენსკი.

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამბობს, რომ პუტინი მზად იყო დაებომბა ეკლესიები, საავადმყოფოები და საბავშვო ბაღები 25 დეკემბერს და ახალ წელს, ახლა კი ის "ჟანგბადის პოვნას ცდილობს".

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
ირაკლი გოგავა - არ შეიძლება უცხო ქვეყანაში აღზრდილი იყოს ხელისუფლებაში მაღალ პოზიციაზე, ვინც არ უნდა დაგვაძალოს მისი დანიშვნა ან არჩევა. ასეთი ხალხი ყოველთვის მის აღმზრდელ ქვეყანას ემსახურება
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მოდერნიზებული მარშრუტით პირველი სატვირთო მატარებელი თურქეთში ჩავიდა
სახალხო დამცველი რატი იონათამიშვილის გამოსახულებით ფოტომონტაჟის გავრცელებას ეხმაურება სახალხო დამცველი რატი იონათამიშვილის გამოსახულებით ფოტომონტაჟის გავრცელებას ეხმაურება
კანონპროექტის მიხედვით, აშშ სანქციებს უწესებს ნებისმიერ პირს, რომელიც 2012 წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ მუშაობდა პარლამენტის წევრად, აპარატის უფროს თანამშრომლად, ან იყო ან არის მოქმედი ან ქართული პოლიტიკური პარტიის ყოფილი მაღალჩინოსანი
Სარეკლამო
შალვა პაპუაშვილი - დარწმუნებული ვარ, დეზინფორმაციის კამპანიის მსგავსად, გამჭვირვალობის კანონზეც დრო აჩვენებს, რომ მისი მიზანია გამოწვევების წინაშე მდგარი საქართველოს მედეგობის გაძლიერება
„ქართული ოცნება“ - ქვეყნის სუვერენიტეტითა და უსაფრთხოებით ვაჭრობას არ ვაპირებთ, შანტაჟი ვერ გვაიძულებს, გადავდგათ ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი, სანქციები თავად სანქციის დამწესებელს აზიანებს
შვიდი ოპოზიციური პარტიის განცხადება - აშშ-ის მხარდაჭერა მოქალაქეების პროტესტის დამსახურებაა, ვაფასებთ აშშ-ის ძალისხმევას ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის დაცვის საქმეში
ლევან ხაბეიშვილი - მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის
ალექსეი გონჩარენკო - ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, შეგვიძლია, საქართველოში წავიდეთ, ქართველებო, იბრძოლეთ თავისუფლებისთვის
მეტის ჩვენება
Სარეკლამო