ედგარს რინკევიჩსი - ლატვია არ მისცემს ჰუმანიტარულ ვიზებს რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციას თავს აარიდებენ

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ედგარს რინკევიჩსი - ლატვია არ მისცემს ჰუმანიტარულ ვიზებს რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციას თავს აარიდებენ
ამბებიწყარო: 1tv.ge

ედგარს რინკევიჩსი - ლატვია არ მისცემს ჰუმანიტარულ ვიზებს რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციას თავს აარიდებენ

21 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/KQUwpxn4R.jpeg

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ლატვია არ მისცემს ჰუმანიტარულ ვიზებს რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციისთვის თავის არიდებას შეეცდებიან. ამის შესახებ განცხადება ედგარს რინკევიჩსმა „ტვიტერის“ გვერდზე გამოაქვეყნა.

„უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, ლატვია არ გასცემს ჰუმანიტარულ ან სხვა სახის ვიზებს რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მობილიზაციას თავს აარიდებენ. ასევე, არ შეიცვლება შენგენის ვიზის მფლობელი რუსეთის მოქალაქეებისთვის 19 სექტემბრიდან საზღვრის კვეთაზე დაწესებული შეზღუდვებიც“, – წერს ედგარს რინკევიჩსი​.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს მოქალაქეების ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.

ავტორი - ლევან ახალაია

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო