ეგზიტპოლის თანახმად, იტალიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ჯორჯია მელონის პარტია იმარჯვებს
25 სექტემბერი, 2022
ეგზიტპოლის თანახმად, იტალიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე ბლოკი სავარაუდოდ ხმების 41-45%-ს მიიღებს. ამის შესახებ Euronews იუწყება.
კოალიციაში შემავალი ყველაზე დიდი პარტია არის "იტალიის ძმები" ჯორჯია მელონის ხელმძღვანელობით, რომელიც სავარაუდოდ ხმების 22-26%-ს მიიღებს. არჩევნებში საბოლოო გამარჯვების შემთხვევაში, ჯორჯია მელონი იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდება.
ჯორჯია მელონის კოალიციური პარტნიორები მატეო სალვინის პარტია „ლიგა“ და სილვიო ბერლუსკონის პარტია „წინ, იტალია“ არიან.
მედიის ცნობით, მიმდინარე არჩევნებზე ამომრჩეველთა მხოლოდ 64.67% გამოცხადდა, რაც პოლიტიკურად ასეთი აქტიური ქვეყნისთვის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო