ექიმის ინფორმაციით, კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის გიორგი გალდავას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
6 აგვისტო, 2022

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის, გიორგი გალდავას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ექიმმა გიორგი ნიკოლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, პაციენტი კონტაქტურია.
„მკურნალობა გრძელდება რეანიმაციულ განყოფილებაში სტაბილური მდგომარეობით. სავარაუდოდო, პალატაში გადავიყვანთ. ამოღებულია გლუვი უცხო სხეული, რომელიც ექსპერტიზაზე გაიგზავნება. პაციენტი კონტაქტურია“,-აღნიშნავს გიორგი ნიკოლიშვილი.
შეგახსენებთ, კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში მომუშავე ექიმმა კლინიკის დირექტორი, დერმატო-ვენეროლოგი, გიორგი გალდავა დაჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო