ეკონომიკის მინისტრი - ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩავატარეთ მიზანშეწონილობის კვლევა, თუმცა ის ჩატარდა ომის დაწყებამდე, ომის შემდეგ კი ბევრი პარამეტრი იცვლება - ახლა მიდის დაზუსტება

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ეკონომიკის მინისტრი - ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩავატარეთ მიზანშეწონილობის კვლევა, თუმცა ის ჩატარდა ომის დაწყებამდე, ომის შემდეგ კი ბევრი პარამეტრი იცვლება - ახლა მიდის დაზუსტება
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ეკონომიკის მინისტრი - ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩავატარეთ მიზანშეწონილობის კვლევა, თუმცა ის ჩატარდა ომის დაწყებამდე, ომის შემდეგ კი ბევრი პარამეტრი იცვლება - ახლა მიდის დაზუსტება

9 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/209s5aGVg.webp

ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა არსებობს იმისთვის, რომ ფოთის პორტმა დაინტერესების შემთხვევაში, მოახერხოს გაფართოება,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რითიც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ფოთის პორტი გაფართოების სამუშაოების დასაწყებად ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებას ელის. მისი თქმით, ახლა კომპანიაზეა დამოკიდებული ინვესტირების განხორციელება. „ფოთის პორტთან დაკავშირებით ჩვენ კომპანია „ეიპიემ ტერმინალთან“ გვაქვს რეგულარული კომუნიკაცია. ჩვენ ფაქტობრივად, ყველა პირობა შევათანხმეთ, მათ შორის, მე ვფიქრობ, რომ ეს დეტალები, რომლებიც ფოთის პორტს აინტერესებდა, მათ სასარგებლოდ არის გადაწყვეტილი. ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა არსებობს იმისთვის, რომ პორტმა დაინტერესების შემთხვევაში მოახერხოს გაფართოება. ახლა ეს არის ინვესტორის გადაწყვეტილება, თუ როდის და რამდენ ინვესტიციას ჩადებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, მინისტრის განმარტებით, მიდის სამუშაოები არსებულ კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილებები, რომელიც უფრო მეტად მოქნილს გახდის სახელმწიფოსაც და პოტენციურ ინვესტორსაც, რომ პროექტის რეალიზება მოხდეს. „ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩვენ, პირველ რიგში, ჩავატარეთ მიზანშეწონილობის კვლევა. ეს არის ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე ნიდერლანდური კომპანია. კვლევა ჩატარდა ომის დაწყებამდე, ომის შემდეგ, რა თქმა უნდა, ბევრი პარამეტრი იცვლება, შესაბამისად მიდის დაზუსტება და ამავდროულად, მიდის სამუშაოები, რომლებიც მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენს არსებულ კანონმდებლობაში შევიტანოთ ცვლილებები, რომელიც უფრო მეტ მოქნილობას მისცემს სახელმწიფოსაც და პოტენციურ ინვესტორსაც, რომ პროექტის რეალიზება მოხდეს. სამუშაო პროცესი მიდის და კონკრეტულ ვადებს წლის განმავლობაში მოგახსენებთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა არსებობს იმისთვის, რომ ფოთის პორტმა დაინტერესების შემთხვევაში, მოახერხოს გაფართოება,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რითიც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ფოთის პორტი გაფართოების სამუშაოების დასაწყებად ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებას ელის. მისი თქმით, ახლა კომპანიაზეა დამოკიდებული ინვესტირების განხორციელება. „ფოთის პორტთან დაკავშირებით ჩვენ კომპანია „ეიპიემ ტერმინალთან“ გვაქვს რეგულარული კომუნიკაცია. ჩვენ ფაქტობრივად, ყველა პირობა შევათანხმეთ, მათ შორის, მე ვფიქრობ, რომ ეს დეტალები, რომლებიც ფოთის პორტს აინტერესებდა, მათ სასარგებლოდ არის გადაწყვეტილი. ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა არსებობს იმისთვის, რომ პორტმა დაინტერესების შემთხვევაში მოახერხოს გაფართოება. ახლა ეს არის ინვესტორის გადაწყვეტილება, თუ როდის და რამდენ ინვესტიციას ჩადებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, მინისტრის განმარტებით, მიდის სამუშაოები არსებულ კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილებები, რომელიც უფრო მეტად მოქნილს გახდის სახელმწიფოსაც და პოტენციურ ინვესტორსაც, რომ პროექტის რეალიზება მოხდეს. „ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩვენ, პირველ რიგში, ჩავატარეთ მიზანშეწონილობის კვლევა. ეს არის ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე ნიდერლანდური კომპანია. კვლევა ჩატარდა ომის დაწყებამდე, ომის შემდეგ, რა თქმა უნდა, ბევრი პარამეტრი იცვლება, შესაბამისად მიდის დაზუსტება და ამავდროულად, მიდის სამუშაოები, რომლებიც მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენს არსებულ კანონმდებლობაში შევიტანოთ ცვლილებები, რომელიც უფრო მეტ მოქნილობას მისცემს სახელმწიფოსაც და პოტენციურ ინვესტორსაც, რომ პროექტის რეალიზება მოხდეს. სამუშაო პროცესი მიდის და კონკრეტულ ვადებს წლის განმავლობაში მოგახსენებთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო