ეკონომიკის სამინისტროში EBRD-ის პრეზიდენტთან შეხვედრა გაიმართა

ამბები/ წყარო: imedinews.ge
ეკონომიკის სამინისტროში EBRD-ის პრეზიდენტთან შეხვედრა გაიმართა
ამბებიწყარო: imedinews.ge

ეკონომიკის სამინისტროში EBRD-ის პრეზიდენტთან შეხვედრა გაიმართა

15 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/kx57Qm74R.jpeg

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოსთან მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებმა - ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და EBRD-ს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგი, მიმდინარე და სამომავლო პროექტები, ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები და სხვ. აღინიშნა, რომ ბანკმა საქართველოში განხორციელებულ 270 პროექტში 4,9 მლრდ ევროს ინვესტიცია განახორციელა. ამასთან, თანხის 79 პროცენტი კერძო სექტორის დაფინანსებას მოხმარდა.

ხაზი გაესვა იმას, რომ ბანკის პორტფელი საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებს მოიცავს. აღინიშნა, რომ განხორციელებული ინვესტიციით ხელი შეეწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრად და გრძელვადიან განვითარებას.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებზე, რომლებიც მიმართულია ევროპული ფასეულობების დანერგვისა და ეკონომიკური გარდაქმნებისკენ.

აღინიშნა, რომ ბანკი განაგრძობს საქართველოს კერძო სექტორის მხარდაჭერას, რათა მათ უკეთ შეძლონ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული სარგებლის მიღება. ამ მხრივ, ბანკი კვლავ გამოიყენებს უკვე აპრობირებულ ინსტრუმენტებს, რომლებიც ქართველ მწარმოებლებს ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის გატანასა და ბაზარზე დამკვიდრებაში დაეხმარება.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე, მათ შორის, განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსებაზე. EBRD-ის მხარემ დაინტერესება გამოხატა, მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოში როგორც მსხვილ, ისე საშუალო და მცირე ენერგეტიკულ პროექტებს. კიდევ ერთ პრიორიტეტად დასახელდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, რომლის მიმართაც ბანკმა ასევე გამოხატა დაინტერესება. აღინიშნა, ბანკი მხარდაჭერას აღმოუჩენს როგორც საჯარო უწყებებს კომპეტენციის ზრდის მიმართულებით, ისე - კერძო სექტორს.

აღინიშნა, რომ გაგრძელდება ნაყოფიერი თანამშრომლობა საქართველოსა და EBRD-ს შორის თანამშრომლობის ახალი პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო