ელიზაბეტ II-მ ლიზ ტრასს მთავრობის ფორმირება დაავალა
6 სექტემბერი, 2022

ბრიტანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა, ქვეყნის დედოფალმა ელიზაბეტ II-მ მთავრობის ფორმირება ლიზ ტრასს დაავალა.
ბრიტანეთის მონარქი კონსერვატიული პარტიის ახალ ლიდერს შოტლანდიაში, ბალმორალის ციხესიმაგრეში შეხვდა.
ლიზ ტრასი ამის შემდეგ ლონდონში დაბრუნდება და ადგილობრივი დროით 16:00 საათზე მოსახლეობას მიმართავს.
ბრიტანეთის მთავრობის ახალი ხელმძღვანელი მთავრობის წევრებს დღესვე შეარჩევს. მანამდე, ბალმორალის ციხესიმაგრეში ბრიტანეთის უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი იმყოფებოდა, რომელმაც ქვეყნის დედოფალს გადადგომის წინადადებით მიმართა.
ავტორი - გივი ბარამიძე
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო