ემანუელ მაკრონი - დღეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ მარტივი არჩევანი - ომი, ან მშვიდობა - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით უფრო მეტად დაემუქრება ის ევროპასა და მსოფლიოს

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ემანუელ მაკრონი - დღეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ მარტივი არჩევანი - ომი, ან მშვიდობა - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით უფრო მეტად დაემუქრება ის ევროპასა და მსოფლიოს
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ემანუელ მაკრონი - დღეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ მარტივი არჩევანი - ომი, ან მშვიდობა - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით უფრო მეტად დაემუქრება ის ევროპასა და მსოფლიოს

21 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/XbNJ9Jn4R.webp

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით უფრო მეტად დაემუქრება ის ევროპასა და მსოფლიოს. ამან შეიძლება გამოიწვიოს უფრო დიდი კონფლიქტი, სადაც უსაფრთხოება და სუვერენიტეტი დამოკიდებულია არა ალიანსების, არამედ შეიარაღებული ჯგუფების სიძლიერეზე და სხვების დამორჩილებაზე, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ, მაღალი დონის დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ მარტივი არჩევანი - ომი, ან მშვიდობა. რასაც ჩვენ ვხედავთ იმპერიალიზმის ხანის დაბრუნებაა“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ომი ძირს უთხრის გაერო-ს პრინციპებს, ერთადერთ შესაძლო მსოფლიო წესრიგს და მშვიდობას. ამის გათვალისწინებით, მაკრონმა განაცხადა, რომ ის ჩართული იყო და გააგრძელებს დიალოგს მოსკოვთან, „რადგან მხოლოდ ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია ვიპოვოთ მშვიდობა“.

მაკრონმა გააკრიტიკა იმ ქვეყნების პოზიცია, რომლებმაც განაცხადეს, რომ ნეიტრალურობას ინარჩუნებენ.

„ისინი ცდებიან. ისინი ისტორიულ შეცდომას უშვებენ. ისინი, ვინც დღეს დუმან, ერთგვარად, თანამონაწილენი არიან ახალი იმპერიალიზმის საქმეში, რომელიც არღვევს არსებულ წესრიგს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო