erimedia_ravk/4_UOFudIg.jpeg

ემანუელ მაკრონმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ღაზაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა

ამბები
ემანუელ მაკრონმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ღაზაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა
ამბები

ემანუელ მაკრონმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ღაზაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა

erimedia_ravk/4_UOFudIg.jpeg
28 დეკ

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ელისეის სასახლე ავრცელებს.

საუბრის დროს მაკრონმა შეშფოთება გამოხატა მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლისა და იმ ჰუმანიტარული სიტუაციის გამო, რომელიც ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის წინაშე დგას.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მაკრონმა ნეთანიაჰუსთან ღაზის სექტორში მცხოვრები ხალხის დაცვის აუცილებლობაზე და მათთვის საჭირო დახმარების დროულ მიწოდებაზე ისაუბრა.

„საჭიროა, რეგიონული და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტაზე ვიმუშაოთ, მნიშვნელოვანია, რომ ისრაელმა ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგას, რათა დაასრულოს ზოგიერთი ადგილობრივის მიერ ძალადობა პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ“, – წერია ელისეს სასახლეს განცხადებაში.

ნეთანიაჰუმ და მაკრონმა მძევლების გათავისუფლებაზეც ისაუბრეს, რაზეც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის პრეზიდენტს სთხოვა, გააგრძელოს მძევლების გათავისუფლების საკითხზე მუშაობა.

როგორც ელისეს სასახლის განცხადებიდან ირკვევა, მაკრონი უახლოეს დღეებში იორდანიასთან ერთად ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ოპერაციების განსახორციელებლად იმუშავებს.

მაკრონმა ასევე განაცხადა,რომ ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა ერთადერთი გამოსავალია ისრაელის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და პალესტინელების ლეგიტიმური მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად.

საუბრის ბოლოს კი მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო