erimedia_ravk/fhI89-nSg.jpeg

ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰამასის“ თავდასხმა ჰოლოკოსტს შეადარა

ამბები
ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰამასის“ თავდასხმა ჰოლოკოსტს შეადარა
ამბები

ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰამასის“ თავდასხმა ჰოლოკოსტს შეადარა

erimedia_ravk/fhI89-nSg.jpeg
24 ოქტ

საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰამასის“ თავდასხმა ჰოლოკოსტს შეადარა.

ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, „ჰამასის“ ბარბაროსობა ებრაელებს, ახლო აღმოსავლეთს, ევროპას და მთელ მსოფლიოს ემუქრება. ნეთანიაჰუმ ღაზას „ისლამური სახელმწიფოს ანკლავი“ უწოდა.

„„ჰამასი“ პასუხისმგებელია მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლზე, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ომში რაც შეიძლება სწრაფად ვიბრძოლოთ. ეს შეიძლება ხანგრძლივი ომი იყოს. როდესაც ეს დასრულდება, ისრაელის ხალხი თავის თემებს აღადგენს და ღაზის ხალხი აღარ იცხოვრებს „ჰამასის“ ტირანიის ქვეშ. ერთი პირობაა, „ჰამასი“ უნდა განადგურდეს. გამოცდა დასავლეთისთვის და ცივილიზაციისთვის არის „ჰამასი“. თუ „ჰამასი“ გამარჯვებული გამოვა, ყველანი წავაგებთ. ევროპას საფრთხე დაემუქრება. თუ „ჰეზბოლა“ შეცდომას დაუშვებს და ამ ომს შეუერთდება, ინანებს“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან მებრძოლი საერთაშორისო კოალიცია „ჰამასის“ წინააღმდეგაც იყოს გამოყენებული.

„„ჰამასი“ არის ტერორისტული დაჯგუფება, რომლის მიზანია ისრაელის სახელმწიფოს განადგურება. ეს ასევე ეხება ისლამურ სახელმწიფოს, ალ-ქაიდას და მათ, ვინც მათ ქმედებებსა და განზრახვებთან ასოცირდება. თქვენთან ერთად მთლიანად დემოკრატიის და საფრანგეთის პრიორიტეტია ამ ტერორისტული ჯგუფების დამარცხება. მე ვთავაზობ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს: ჩვენ შეგვიძლია რეგიონული და საერთაშორისო კოალიცია შევქმნათ იმ ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომლებიც ყველას გვემუქრებიან. ბრძოლა უნდა იყოს დაუნდობელი, მაგრამ არა წესების გარეშე, რადგან ჩვენ ვართ დემოკრატიები, რომლებიც ვიბრძვით ტერორისტების წინააღმდეგ, დემოკრატიები, რომლებიც პატივს სცემენ ომის კანონებს და უზრუნველყოფენ ჰუმანიტარულ ხელმისაწვდომობას“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო