ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი - „გაზპრომის“ განცხადება ევროპაში გაზის მიწოდების შემცირების შესახებ, პოლიტიკურად მოტივირებულია და ტექნიკური საფუძველი არ აქვს

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი - „გაზპრომის“ განცხადება ევროპაში გაზის მიწოდების შემცირების შესახებ, პოლიტიკურად მოტივირებულია და ტექნიკური საფუძველი არ აქვს
ამბებიწყარო: 1tv.ge

ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი - „გაზპრომის“ განცხადება ევროპაში გაზის მიწოდების შემცირების შესახებ, პოლიტიკურად მოტივირებულია და ტექნიკური საფუძველი არ აქვს

26 ივლისი, 2022

erimedia_ravk/GS1bYeRVg.jpeg

რუსული „გაზპრომის“ განცხადება ევროპაში გაზის მიწოდების შემდგომი შემცირების შესახებ, პოლიტიკურად მოტივირებულია და ტექნიკური საფუძველი არ აქვს, – ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, კადრი სიმსონმა განაცხადა. „ჩვენ ვიცით, რომ ამის ტექნიკური მიზეზი არ არსებობს. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯი და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. სწორედ ამიტომ არის გონივრული სტრატეგია გაზზე მოთხოვნის შემცირება“, – თქვა ევროკომისარმა. კადრი სიმსონის განცხადებით, ელოდება, რომ ენერგეტიკის მინისტრები შეთანხმდებიან ევროკავშირის საგანგებო წესებზე, რომლებიც ქვეყნებს ავალდებულებს შეზღუდონ გაზის მოთხოვნა. სიმსონმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „გაზპრომის“ განცხადება გაზის მიწოდების შემდგომი შემცირების შესახებ აიძულებს ევროკავშირს, მოემზადოს რუსეთიდან მიწოდების ნებისმიერ მომენტში შეწყვეტისთვის. რუსულ კომპანია „გაზპრომში“ განაცხადეს, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის კიდევ ერთი ტურბინა გაჩერდა, შედეგად ევროპაში გაზის მიწოდება ორჯერ შემცირდება. ამის მიზეზად რუსულ კომპანიაში ტექნიკური სამუშაოები დაასახელეს. ავტორი - გივი ბარამიძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო