„ენერგოატომი“ - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობა სრულად შეჩერებულია

ამბები/ წყარო: 1tv.ge
„ენერგოატომი“ - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობა სრულად შეჩერებულია
ამბებიწყარო: 1tv.ge

„ენერგოატომი“ - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობა სრულად შეჩერებულია

11 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/vq7908MVR.jpeg

უკრაინული კომპანია „ენერგოატომის“ ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობა სრულად შეჩერებულია. კომპანიის ცნობით, განხორციელდა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მე-6 ენერგობლოკის ელექტრო ქსელიდან გათიშვა და მიმდინარეობს მზადება მის გასაგრილებლად და ცივ მდგომარეობაში გადასაყვანად.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბოლო პერიოდში მე-6 ენერგობლოკი კვებავდა მხოლოდ სადგურის საჭიროებებს კრიტიკულად დაბალ სიმძლავრეზე, ვინაიდან რუსული მხარის დაბომბვების გამო დაზიანდა ყველა საკომუნიკაციო ხაზი ატომურ ელექტროსადგურსა და უკრაინის ენერგოსისტემას შორის.

„ენერგოატომში“ აღნიშნავენ, რომ ამჟამად სადგურის ფუნქციონირება ხორციელდება დიზელის გენერატორებისგან მიწოდებული ენერგიით, რის გამოც საჭიროა დიზელის საწვავის დამატებითი პარტიების მიწოდება, რათა გაგრძელდეს სადგურის უსაფრთხოდ ფუნქციონირება.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მიმდინარე წლის მარტიდან რუსების კონტროლის ქვეშაა, თუმცა მის ფუნქციონირებას უკრაინულ პერსონალი ახორციელებს. ბოლო პერიოდში სადგურის ტერიტორიის დაბომბვის გახშირების გამო, რაშიც ორივე მხარე ერთმანეთს სდებს ბრალს, ადგილზე გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ჩავიდა და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მიმდებარე ტერიტორიაზე დემილიტარიზებული ზონის შექმნა მოითხოვა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო