ენერგოდარის მერი - ოკუპანტები ზაპაროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ციხესიმაგრედ იყენებენ

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ენერგოდარის მერი - ოკუპანტები ზაპაროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ციხესიმაგრედ იყენებენ
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ენერგოდარის მერი - ოკუპანტები ზაპაროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ციხესიმაგრედ იყენებენ

27 ივლისი, 2022

erimedia_ravk/iAFf4Zk4R.webp

უკრაინის ქალაქ ენერგოდარის მერმა დმიტრო ორლოვმა რუსი ჯარისკაცები ზაპაროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ციხესიმაგრედ გამოყენებაში დაადანაშაულა.

„ოკუპანტებმა დაიწყეს მძიმე იარაღის გამოყენება ზაპაროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან, საცხოვრებელ ადგილებში. მსგავსი სიტუაცია შეინიშნება ბოლო კვირაა. ოკუპანტები მდინარის მოპირდაპირე სანაპიროზე, ქალაქ ნიკოპოლს ბომბავენ. მათ კარგად იციან, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები არ უპასუხებენ ამ თავდასხმებს, რადგან ამან შეიძლება ატომური ელექტროსადგური დააზიანოს. ამიტომ, ოკუპანტები ზაპაროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ციხესიმაგრედ იყენებენ“, - განაცხადა ორლოვმა.

ენერგოდარი ომის პირველივე დღეებიდან რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არის. მერის თქმით, ის ქალაქში არ იმყოფება, მაგრამ იგი მჭიდრო კომუნიკაციაში რჩება ქალაქში მცხოვრებ მოსახლეობასთან.

”ოკუპანტებს ატომური ელექტროსადგურის მუშაკები და ადგილობრივი მოსახლეობა მძევლებად ჰყავთ”, - აღნიშნა მან.

მერის განცხადებით, „ადამიანებს იტაცებენ ფულის ან სხვა სარგებლის მოპოვების მიზნით“ და ხალხი სარდაფებშია გამომწყვდეული.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო