ენერგოკრიზისის ფონზე ევროპაში გაზის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა, აზიაში კი 5-თვიან მაქსიმუმზე

ამბები/ წყარო: www.bpn.ge
ენერგოკრიზისის ფონზე ევროპაში გაზის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა, აზიაში კი 5-თვიან მაქსიმუმზე
ამბებიწყარო: www.bpn.ge

ენერგოკრიზისის ფონზე ევროპაში გაზის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა, აზიაში კი 5-თვიან მაქსიმუმზე

17 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/BIrO_8mVR.jpeg

ცხელი ზაფხულის ფონზე ევროპაში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა იზრდება, რაც ენერგოკრიზისს კიდევ უფრო ამძაფრებს და რეცესიის საფრთხეს ზრდის.

ერთი დღის წინ Dutch TTF-ის ბუნებრივი აირის ფიუჩერსების ფასმა 1 მგვტ.სთ-ზე 234.5 ევროს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამჟამად ფასი 227 ევროზე ოდნავ მეტია, მაშინ, როდესაც წინა წელს ამ დროს ფასი 28.8 ევრო იყო.

ფასის ბოლოდროინდელი ზრდა, ერთი მხრივ, რუსული გიგანტის Gazprom PJSC-ის პროგნოზთანაა დაკავშირებული, რომლის თანახმადაც, ევროპაში გაზის ფასი ახლანდელთან შედარებით 60%-ით გაიზრდება ზამთრისთვის და 347 ევროსაც კი მიაღწევს.

ამას თან დაერთო მშრალი და ცხელი ამინდი, რამაც მდინარეებში წყლის დონე შეამცირა და შეაფერხა ენერგომატარებლების გადაზიდვა. წყლის დონის კლება ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავების შემცირებაც მოჰყვა თან და კონტინენტზე ელექტროენერგიის ფასების რეკორდულად გაზარდა.

ენერგიის ფასები ევროპაში მკვეთრად მას შემდეგ იზრდება, რაც რუსეთმა Nord Stream-მილსადენით მიწოდების შემცირება დაიწყო და ცდილობს, რეგიონის ეკონომიკა ამ იარაღით დააზარალოს.

ევროპა ჯერ კიდევ დიდწილადაა დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე და მიუხედავად გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტის რეკორდულად ზრდისა აშშ-დან და OPEC-ის მიერ წარმოების მცირედით გაზრდისა, მოკლევადიან პერიოდში სრული ჩანაცვლება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ენერგიის მოხმარების ხარჯების ზრდა ქვეყნებს აიძულებს ზამთარში ინდუსტრიებისთვის ელექტროენერგიის და გაზის მიწოდების რაციონირებაზე იფიქრონ.

მარაგების შესავსებად სწრაფვა გაზის ფასებს არა მარტო ევროპაში, არამედ აზიაშიც ზრდის. კონტინენრზე LNG-ის საორიენტაციო ფასმა სამშაბატს 60 დოლარს გადააჭარბა, რაც მარტის დასაწყისის შემდეგ ყველაზე მაღალი ნიშნულია.

erimedia_ravk/UjhK_UiVR.jpeg

ავტორი: კახა ჩაკვეტაძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო