ენტონი ბლინკენი - რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა გლობალური სასურსათო კრიზისის გაღრმავებაზე და უნდა შეაჩეროს აგრესია

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ენტონი ბლინკენი - რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა გლობალური სასურსათო კრიზისის გაღრმავებაზე და უნდა შეაჩეროს აგრესია
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ენტონი ბლინკენი - რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა გლობალური სასურსათო კრიზისის გაღრმავებაზე და უნდა შეაჩეროს აგრესია

24 ივლისი, 2022

erimedia_ravk/ghEeDlRVg.webp

ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს უკრაინის ოდესის პორტზე განხორციელებულ რუსულ სარაკეტო თავდასხმას , - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის სახელით სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

ბლინკენის უწყება აღნიშნავს, რომ შავი ზღვის გავლით უკრაინული სოფლის მეურნეობის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმების საბოლოოდ გაფორმებიდან სულ რაღაც 24 საათის შემდეგ, რუსეთმა დაარღვია თავისი ვალდებულებები პორტზე თავდასხმით.

„კრემლი აგრძელებს მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქის უსაფრთხოების უგულებელყოფას, რადგან ის აგრძელებს თავდასხმას უკრაინაზე”, - აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტი დასძენს, რომ ეს თავდასხმა სერიოზულ ეჭვს აყენებს რუსეთის მიერ გაფორმებული შეთანხმებისადმი ერთგულების სანდოობას და ძირს უთხრის გაეროს, თურქეთისა და უკრაინის მუშაობას მსოფლიო ბაზრებზე კრიტიკული საკვების მიწოდების მიზნით.

„რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა გლობალური სასურსათო კრიზისის გაღრმავებაზე და უნდა შეაჩეროს თავისი აგრესია და სრულად განახორციელოს შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერა”, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში, რომელსაც დეპარტამენტი ავრცელებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო