erimedia_ravk/P9U8UKgSg.jpeg

ენტონი ბლინკენი გმობს რუსეთის ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ჩერნიგოვის ცენტრზე

ამბები
ენტონი ბლინკენი გმობს რუსეთის ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ჩერნიგოვის ცენტრზე
ამბები

ენტონი ბლინკენი გმობს რუსეთის ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ჩერნიგოვის ცენტრზე

erimedia_ravk/P9U8UKgSg.jpeg
20 აგვ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დაგმო რუსეთის ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა ჩერნიგოვის ცენტრზე, რომლის შედეგადაც, სულ მცირე, 148 ადამიანი დაშავდა, ხოლო შვიდი დაიღუპა.

„ჩვენ სასტიკად ვგმობთ კიდევ ერთ საზარელ სარაკეტო თავდასხმას ჩერნიგოვში უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ ვგლოვობთ ამ ტრაგიკული დანაკარგის გამო და ჩვენი გული დაღუპულთა ოჯახებთანაა. აშშ ყოველთვის იქნება უკრაინელი ხალხის გვერდით. რუსეთმა ახლავე უნდა დაასრულოს თავისი სასტიკი ომი“, – წერს ბლინკენი.

აღნიშნული ფაქტი დაგმო უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმაც.

"შეძრწუნებული ვარ ჩერნიგოვის ისტორიულ ცენტრზე დღეს განხორციელებული თავდასხმის გამო. არასოდეს უნდა მოხდეს ის ფაქტი, რომ უდანაშაულო კაცების, ქალებისა და ბავშვებისთვის, რომლებიც მშვენიერი შაბათით ტკბებოდნენ, დღე დაჭრით ან მოკვლით დასრულდეს. რუსეთის სარაკეტო და უპილოტო დარტყმები უკრაინის ქალაქებზე, პორტებსა და მოსახლეობაზე ასახავს იმ სიღრმეებს, რომლებშიც რუსეთი ჩაიძირა და ის უნდა შეჩერდეს. ჩვენ უკრაინელ ხალხთან ერთად ვგლოვობთ ამ ტრაგედიას", - წერს ბრიჯიტ ბრინკი.

ჩერნიგოვის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა განაცხადა, რომ ჩერნიგოვზე რუსული ბალისტიკური რაკეტის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 148-მდე გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ბალისტიკური რაკეტით დარტყმა ჩერნიგოვის ცენტრში დრამატულ თეატრზე განახორციელეს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო