აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ბლინკენი შეხვედრებს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და სხვა მაღალჩინოსნებთან გამართავს.
როგორც გამგზავრებამდე ბლინკენმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ისრაელის მთავრობასთან აპირებს, „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის და იმ ნაბიჯების შესახებ ისაუბროს, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად უნდა გადაიდგას.
7 ოქტომბრის შემდეგ აშშ სახელწიფო მდივანი ისრაელში უკვე მესამედ ჩავიდა.