ენტონი ბლინკენი ნიუ იორკში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ენტონი ბლინკენი ნიუ იორკში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
ამბებიწყარო: 1tv.ge

ენტონი ბლინკენი ნიუ იორკში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

20 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/0gvTho7VR.jpeg

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ნიუ იორკში, სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. მან ორივე მხარეს გარდაცვლილების გამო მიუსამძიმრა და ხაზი გაუსვა საბრძოლო მოქმედებების განახლების თავიდან აცილებისა და სამშვიდობო პროცესის აღდგენის აუცილებლობას.

ენტონი ბლინკენმა მხარეებს მიმდინარე თვის ბოლომდე კიდევ ერთი შეხვედრისკენ მოუწოდა.

როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა გამოთქვეს მშვიდობის სურვილი. ბლინკენმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უთანხმოებების გადაწყვეტის სამხედრო გზა არ არის.

„ორივემ, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმაც და პრეზიდენტმა ალიევმაც მითხრეს, რომ ისინი მზად არიან მშვიდობისთვის. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უთანხმოებების გადაწყვეტის სამხედრო გზა არ არის, თუმცა ვფიქრობ, რომ არის გზა მყარი მშვიდობისკენ, რომელიც უთანხმოებებს დიპლომატიური გზით აგვარებს. აშშ მზად არის, გააკეთოს, რაც შეუძლია ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად და მე მადლობელი ვარ ორივე კოლეგის, რომ იმყოფებიან დღეს აქ, ამ მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა ბლინკენმა.

აღსანიშნავია, რომ ნიუ იორკში გამართულ შეხვედრამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.

ავტორი - ქეთი ჩოხელი

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო