erimedia_ravk/U18HFlkSR.jpeg

ენტონი ბლინკენი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

ამბები
ენტონი ბლინკენი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
ამბები

ენტონი ბლინკენი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

erimedia_ravk/U18HFlkSR.jpeg
7 სექ

კიევში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ენტონი ბლინკენმა განაცხადა, მას უკრაინაში ჩასვლა და "მტკიცე მხარდაჭერის დადასტურება" აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სთხოვა. მისივე თქმით, აშშ სხვა ქვეყნებთან ერთად აძლიერებენ ძალისხმევას „კონტრშეტევის დაუყოვნებელი გამოწვევების გადასაჭრელად“.

„ვიცით, რომ წინა დღით ფრონტის ხაზზე იყავით და ჩვენ, ყველას, დიდი სურვილი გვაქვს მოვისმინოთ თქვენი შეფასება. რა თქმა უნდა, ვხედავთ იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც კონტრშეტევაში მიღწეულია და ეს ძალიან, ძალიან გამამხნევებელია“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენი უახლოეს მომავალში მოუთმენლად ელის ზელენსკისთან შეხვედრას.

თავის მხრივ, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ვიზიტისთვის და ხაზი გაუსვა ფართომასშტაბიანი ომის დროს ამ ვიზიტის მნიშვნელობას.

ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით კიევში 6 სექტემბერს ჩავიდა. მედიის ცნობით, სახელმწიფო მდივანი უკრაინაში ორი დღის განმავლობაში იქნება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო