ერაყის პარლამენტში შიიტი სასულიერო პირის, მოქთადა ალ-სადრის მხარდამჭერები შეიჭრნენ
28 ივლისი, 2022
რაყის პარლამენტში პოპულისტი შიიტი სასულიერო პირის, მოქთადა ალ-სადრის მხარდამჭერები შეიჭრნენ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ქვეყანა უკვე 290 დღეა, მთავრობის გარეშეა. შიიტ და ქურთების ჯგუფებს შორის შიდა ბრძოლის გამო, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, კანონმდებლებმა ვერ შეძლეს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის არჩევა, რაც ხელს უშლის აუცილებელი რეფორმების განხორციელებას.
მთავრობის არარსებობის გამო, ქვეყანა 2022 წელს ბიუჯეტის გარეშე დარჩა. გარდამავალ პერიოდში ქვეყანას ყოფილი პრემიერ-მინისტრი მუსტაფა ალ-ქადიმი უძღვება. თუ პარტიები შეთანხმებას ვერ შეძლებენ, ის პოსტზე ახალ არჩევნებამდე დარჩება.
ავტორი - სალომე თორაძე
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო