ერდოღანმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში დაძაბულობის შესამცირებლად ნაბიჯები გადადგას
29 სექტემბერი, 2022
სატელეფონო საუბარში თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, უკრაინაში დაძაბულობის შესამცირებლად ნაბიჯები გადადგას.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლიდერებმა ასევე განიხილეს უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გატანის საკითხი. თურქეთის ლიდერმა რუს კოლეგას მარცვლეულის შეთანხმების გაფართოებისკენ მოუწოდა.
უკრაინის რეგიონების ანექსიასთან დაკავშირებული გეგმების კონტექსტში, რომელსაც ოფიციალური ანკარა ეწინააღმდეგება, ერდოღანმა პუტინს სთხოვა, სამშვიდობო მოლაპარაკებებს კიდევ ერთი შანსი მისცეს.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო