ერევანში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დეპუტატებს პარლამენტში მოსვლისკენ და ნიკოლ ფაშინიანისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებისკენ მოუწოდეს

ამბები/ წყარო: imedinews.ge
ერევანში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დეპუტატებს პარლამენტში მოსვლისკენ და ნიკოლ ფაშინიანისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებისკენ მოუწოდეს
ამბებიწყარო: imedinews.ge

ერევანში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დეპუტატებს პარლამენტში მოსვლისკენ და ნიკოლ ფაშინიანისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებისკენ მოუწოდეს

15 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/u7QO-znVg.jpeg

ერევანში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დეპუტატებს პარლამენტში მოსვლისკენ და ნიკოლ ფაშინიანისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებისკენ მოუწოდეს.

„ველოდებით დეპუტატებს. ისინი უნდა მოვიდნენ პარლამენტში და ხელი მოაწერონ დოკუმენტებს იმპიჩმენტის გამოცხადებისთვის“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, კარინ ტონოიანმა.

აქციის მონაწილეები ნიკოლ ფაშინიანის პარლამენტში გამოსვლას აპროტესტესტებენ.

ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით, რთული გადაწყვეტილებების მისაღებად მზად არის.

თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, რომლის მიხედვითაც, თითქოს სომხეთმა აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის დათმობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა.

„ძვირფასო თანამემამულენო, მოგიწოდებთ, არ დაემორჩილოთ მანიპულირებას. არცერთი დოკუმენტი არ არის ხელმოწერილი და არც მზადდება ხელმოწერისთვის. ეს არის საინფორმაციო დივერსია, რომელსაც მიმართავენ არამეგობრული გარე ძალები, რათა დაარღვიონ ქვეყნის იმუნიტეტი“, - აღნიშნა ნიკოლ ფშინიანმა.

მანამდე სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა:

„ჩვენ გვინდა, ხელი მოვაწეროთ დოკუმენტს, რის შედეგადაც ჩვენ გაგვაკრიტიკებენ, შეურაცხყოფას მოგვაყენებენ, მოღალატეებს გვიწოდებენ, ხალხმა შეიძლება ჩვენი ხელისუფლებიდან ჩამოშორებაც კი გადაწყვიტოს. მადლიერები ვიქნებით, თუ შედეგად სომხეთი, რომლის ფართობიც 29 800 კვადრატული კილომეტრია, გრძელვადიან მშვიდობას და უსაფრთხოებას მიიღებს. მე ძალიან მკაფიოდ ვამბობ, რომ ხელს მოვაწერ გადაწყვეტილებას, რომელიც ამას უზრუნველყოფს. არ მაინტერესებს, მე რა მომივა, მე მაინტერესებს, რა დაემართება სომხეთის რესპუბლიკას“.
ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო