erimedia_ravk/TOJmPumIg.jpeg

ერევანში რუსეთის საელჩოსთან უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს

ამბები
ერევანში რუსეთის საელჩოსთან უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს
ამბები

ერევანში რუსეთის საელჩოსთან უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს

erimedia_ravk/TOJmPumIg.jpeg
20 სექ

ერევანში რუსეთის საელჩოს შენობასთან უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა, ამდროისათვის იქ 20-მდე პოლიციელი დგას.

დიპლომატიური მისიის წინ პოლიციის რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი და გაძლიერებული დაცვა დგას. გარდა ამისა, საელჩოსთან ასევე იმყოფება ადგილობრივი ახალგაზრდების მცირე ჯგუფი.

გუშინ, ყარაბაღში ვითარების გამწვავების ფონზე, ერევანში საპროტესტო აქციები დაიწყო. მოქალაქეები, მთავრობის სახლის გარდა, ასევე შეიკრიბნენ რუსეთის საელჩოს წინ. აქციის მონაწილეებმა თავდაპირველად ნაწილობრივ, შემდეგ კი სრულად დაბლოკეს რუსული დიპმისია. რუსეთის საელჩომ ნოტა გაუგზავნა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიპმისიის მუშაობის აღსადგენად ზომების მიღება მოსთხოვა.

შეკრებილები რუსეთისგან მთიან ყარაბაღში ვითარების დარეგულირებას მოითხოვდნენ. ადგილზე ისმოდა ანტირუსული ლოზუნგები და შეძახილები. მოგვიანებით აქციის მონაწილეებსა და ძალოვნებს შორის შეჯახება მოხდა, რა დროსაც რამდენიმე მოქალაქე დააკავეს. საბოლოოდ პოლიციამ შენობის განბლოკვა მოახერხა.

აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები“ სამშაბათს, 19 სექტემბერს დაიწყო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით. ბაქოს განცხადებით, აღნიშნულიღონისძიებებისფარგლებში გამოიყენება მაღალი სიზუსტის იარაღი, რომელსაც მწყობრიდან გამოჰყავს სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების პოზიციები, მათი საცეცხლე წერტილები, ასევე საბრძოლო საშუალებები და სამხედრო დანიშნულების ობიექტები, ხოლო სამოქალაქო მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე შეტევები არ ხორციელდება.

ერევანში ბაქოს ნაბიჯები „ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაარღვევად“ და ბაქოს „აგრესიულ ნაბიჯებად“ შეაფასეს და განაცხადეს, რომ სომხეთს მთიან ყარაბაღში სამხედრო ძალები არ ჰყავს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო