ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 108-ე შეხვედრა გაიმართა

ამბები/ წყარო: imedinews.ge
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 108-ე შეხვედრა გაიმართა
ამბებიწყარო: imedinews.ge

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 108-ე შეხვედრა გაიმართა

23 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/GgtCV87VR.jpeg

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განსაკუთრებული სიმკაცრით იქნა მოთხოვნილი უკანონოდ დაკავებული პირების უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლება. აღნიშნული საკითხი დეტალურად იქნა განხილული და მის გარშემო შედგა საგნობრივი და ღრმა დისკუსია.

შედგა დისკუსია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებულ სოფელ წნელისის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ვითარების გარშემო, რასთან დაკავშირებითაც, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ადგილზე წარმოდგენილი სტანდარტული პოლიციის საგუშაგო, რომლის დანიშნულებაც უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფაა, ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

დისკუსია შედგა ე.წ. გამშვებ პუნქტებზე გადაადგილების არსებული პრაქტიკის მასშტაბების ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე, განხილილეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ სოფლებში, როგორც სასმელი, ისე სემელორაციო წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხები.

შეხვედრაზე განიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი და უკანონო ქმედება, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევები, რომელიც უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, საფრთხეს უქმნის ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უსაფრთხოებას და ზღუდავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფლად გადაადგილებას.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2022 წლის 10 ნოემბერს ჩაინიშნა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო