erimedia_ravk/ZQwvlJiIg.jpeg

ეროვნულ გალერეაში ნინიკო მორბედაძის რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნა

ამბები
ეროვნულ გალერეაში ნინიკო მორბედაძის რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნა
ამბები

ეროვნულ გალერეაში ნინიკო მორბედაძის რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნა

erimedia_ravk/ZQwvlJiIg.jpeg
16 სექ

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მხატვარ ნინიკო მორბედაძის ყველაზე მასშტაბური პერსონალური გამოფენა გაიხსნა, რომელიც ხელოვანის შემოქმედების მიმოხილვას წარმოადგენს და 1989 წლიდან დღემდე 100-ზე მეტ ნამუშევარს მოიცავს.

გამოფენის გახსნას მხატვრის მეგობრები და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნინიკო მორბედაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია გრაფიკოსის სპეციალობით. 2020 წელს საერთაშორისო აუქციონზე შედგა მხატვრის დებიუტი. ლონდონში, „ფილიპსის“ აუქციონზე, შეიძინეს მისი ტილო „დროის ფარგლებს გარეთ“. ის 2021 წელსაც წარმატებით მონაწილეობდა „ფილიპსის“ აუქციონში „XX საუკუნისა და თანამედროვე ხელოვნება“, რომელზეც გაიყიდა მისი სურათი „ზღაპარი“. თავისი კარიერის განმავლობაში ნინიკო მორბედაძე აქტიურად მუშაობდა კინოს მხატვრად რეჟისორებთან მიხეილ კობახიძესთან, ბესარიონ გიორგობიანთან, ნოდარ მანაგაძესა და გიგა აგლაძესთან ერთად. მან იმუშავა ფილმზე „სხვა მე“, რომლის რეჟისორი გიგა აგლაძე გახლდათ, ხოლო აღმასრულებელი პროდიუსერი დევიდ ლინჩი იყო.

ნინიკო მორბედაძის ათი ტილო ნიუ-ჯერსის (აშშ) ზიმერლის ხელოვნების მუზეუმში, ნორტონ და ნენსი დოჯების კოლექციაშია დაცული. მისი ნამუშევრები ასევე ინახება საქართველოს, ევროპისა და აშშ-ის კერძო კოლექციებში.

გამოფენის წარმდგენია თანამედროვე ხელოვნების გალერეა ,,სიეიჩ 64“.

კურატორი - გალერეა 64-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი, სალომე პაპაშვილი.

დამთვალიერებელს გამოფენის ნახვა 15 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლია.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო