erimedia_ravk/VxmtiEZIR.jpeg

ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიტროპოლიტ შიო მუჯირის წიგნის - ,,ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია)“-ს წარდგენა გაიმართა

ამბები
ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიტროპოლიტ შიო მუჯირის წიგნის - ,,ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია)“-ს წარდგენა გაიმართა
ამბები

ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიტროპოლიტ შიო მუჯირის წიგნის - ,,ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია)“-ს წარდგენა გაიმართა

erimedia_ravk/VxmtiEZIR.jpeg
30 სექ

30 სექტემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) წიგნის - ,,ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია)“-ს წარდგენა გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ხელისუფლებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, მღვდელმთავრები, სამღვდელო და სამოზოვნო დასი და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ნაშრომი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ზაზა აბაშიძემ და ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) წარადგინეს. ღირსი ალექსი შუშანიას მოღვაწეობისა და მისი სულიერი შვილების შესახებ ვრცელი მოხსენება მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) გააკეთა, ბოლოს კი შეკრებილთ სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა.

ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

"ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია) 1852-1923 წლებში ცხოვრობდა. ასკეტური ღვაწლით გამორჩეულმა ბერმა მისიონერული და აპოლოგეტური მოღვაწეობითა და მოყვასისადმი თავდადებული და უანგარო მსახურებით უდიდესი წვლილი შეიტანა XIX-XX საუკუნეებში ცარიზმისაგან დევნილი ქართული ენისა და საერთოდ ჩვენი ეროვნული ფასეულობების დაცვის საქმეში. მის მიერ აღზრდილმა მოძღვრებმაც ღირსეულად გააგრძელეს მამა ალექსის გზა და საქართველოს სულიერი ცხოვრების გადარჩენაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

ღირსი ალექსი შუშანია საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1995 წელს წმინდანად შერაცხა და ხსენების დღედ მისი გარდაცვალების დღე - 18(31) იანვარი დააწესა.

წელს ღირსი ალექსი სენაკელის გარდაცვალებიდან 100 წელი შესრულდა და მეუფე შიოს მიერ გამოცემული წიგნიც სწორედ ამ თარიღს მიეძღვნა", - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო