ეროვნულ გალერეაში ერეკლე მეფის შესახებ უპრეცედენტო გამოფენა გაიხსნა

ამბები/ წყარო: www.facebook.com
ეროვნულ გალერეაში ერეკლე მეფის შესახებ უპრეცედენტო გამოფენა გაიხსნა
ამბებიწყარო: www.facebook.com

ეროვნულ გალერეაში ერეკლე მეფის შესახებ უპრეცედენტო გამოფენა გაიხსნა

24 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/HSczbgVVg.jpeg

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დიდი ქართველი მეფის, ერეკლე მეორისადმი მიძღვნილი გამოფენა „მეფე ერეკლე - საქართველოს უკანასკნელი ლომი“ გაიხსნა. გამოფენის გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი, თბილისის ისტორიის მუზეუმისა და ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი, თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორი გურამ ურჩუხიშვილი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე ესწრებოდნენ.

გამოფენის კურატორია ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი, პროფესორი გიორგი კალანდია.

ექსპოზიციაზე ქართველი მონარქის დიდი საქმეების ამსახველი უნიკალური ექსპონატები და როგორც მეფის, ასევე მისი ოჯახის წევრების კუთვნილი ძვირფასი მემორიალური ნივთებია წარმოდგენილი, რომელთა ნაწილს დამთვალიერებელი პირველად იხილავს. მათ შორისაა: მეფე ერეკლეს ბავშვობისდროინდელი სათამაშო, გულსაკიდი ხატი, სათვალე, თოფები (მათ შორის, თოფი მუსაიფი), ხმლები, სამეფო და საკათალიკოსო ტახტები, ერეკლე მეფის პორტრეტები, მეფის ახალუხი (ხალათი), საბეჭდავები, ხელნაწერები, ნაქარგობები და წიგნები. გამოფენაზე დიდი ადგილი ეთმობა ერეკლე მეფის საბრძოლო წარმატებებს. ამ მხრივ, აღსანიშნავია იმ პერიოდის საქართველოში ჩამოსხმული ზარბაზნები, გამოჩენილი ქართველი მხატვრების ტილოები, რომლებიც ასპინძისა და კრწანისის ბრძოლებს მიეძღვნა.

გამოფენაზე საგანგებოდაა ექსპონირებული დედოფალ დარეჯან დადიანის ზურმუხტის საყურეები, თეკლე ბატონიშვილის ოქროსა და ვერცხლის ქამრები და გიორგი XII-ის ნეფრიტის საბეჭდავი.

გამოფენაზე წარმოდგენილია ექსპონატები საქართველოს 5 სხვადასხვა მუზეუმიდან. კერძოდ: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმიდან, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმიდან, ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმიდან, საქართველოს ეროვნული არქივიდან და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან.

დამთვალიერებლებს გამოფენის ნახვა 16 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ. გამოფენის დახურვის დღეს გაიმართება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული მეფე ერეკლესადმი მიძღვნილი ორენოვანი კატალოგის პრეზენტაცია.

erimedia_ravk/WQv7bR44R.jpeg
erimedia_ravk/5K74bgV4R.jpeg
erimedia_ravk/UeTVxRVVg.jpeg
ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო