ეროვნულ გალერეაში გამოფენა „მეფე ერეკლე - საქართველოს უკანასკნელი ლომი“ ხვალ გაიხსნება

ამბები/ წყარო: imedinews.ge
ეროვნულ გალერეაში გამოფენა „მეფე ერეკლე - საქართველოს უკანასკნელი ლომი“ ხვალ გაიხსნება
ამბებიწყარო: imedinews.ge

ეროვნულ გალერეაში გამოფენა „მეფე ერეკლე - საქართველოს უკანასკნელი ლომი“ ხვალ გაიხსნება

23 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/4PiPfUn4g.jpeg

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ქართლ-კახეთის სახელოვანი მეფისადმი მიძღვნილი გამოფენა „მეფე ერეკლე - საქართველოს უკანასკნელი ლომი“, გაიხსნება, - ამის შესახებ აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, ექსპოზიციაში ქართველი მონარქისადმი მიძღვნილი უნიკალური ნივთები იქნება წარმოდგენილი. მათ შორის აღსანიშნავია: ერეკლეს გულსაკიდი ხატი, თოფები და ხმლები, მეფის ხალათი, საბეჭდავები, ხელნაწერები და წიგნები. ექსპოზიციაზე დიდი ადგილი ეთმობა ერეკლე მეფის საბრძოლო წარმატებებს, ამ მხრივ აღსანიშნავია იმ პერიოდის საქართველოში ჩამოსხმული ზარბაზნები, გამოჩენილი ქართველი მხატვრების ტილოები მიძღვნილი ასპინძისა და კრწანისის ბრძოლებისადმი.

„გამოფენაზე საგანგებოდაა ექსპონირებული ისეთი ძვირფასი მემორიალური ნივთები როგორებიცაა: მეფე ერეკლეს მიერ სვეტიცხოვლის ტაძრისადმი შეწირული საეკლესიო ნივთები, დედოფალ დარეჯან დადიანის ზურმუხტის საყურეები, თეკლე ბატონიშვილის ოქროსა და ვერცხლის ქამრები, გიორგი XII-ის ნეფრიტის საბეჭდავი.

საექსპოზიციო დარბაზში დამთვალიერებელი იხილავს საქართველოს სამეფო და საკათალიკოსო ტახტებსაც. გამოფენა წარმოადგენს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმის, ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის, საქართველოს ეროვნული არქივისა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ურთიერთთანამშრომლობის შედეგს. აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატების ნაწილი ფართო დამთვალიერებლის წინაშე პირველად იქნება გამოფენილი“, - აცხადებენ სამინისტროში.

გამოფენა 24 სექტემბერს გაიხსნება და 16 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო