ეროვნული არქივის პირველი კინოფესტივალი 5-8 ოქტომბერს უძველეს საარქივო ფილმებს უმასპინძლებს

ამბები
ეროვნული არქივის პირველი კინოფესტივალი 5-8 ოქტომბერს უძველეს საარქივო ფილმებს უმასპინძლებს
ამბები

ეროვნული არქივის პირველი კინოფესტივალი 5-8 ოქტომბერს უძველეს საარქივო ფილმებს უმასპინძლებს

3 ოქტ

erimedia_ravk/82vxNb44R.jpeg

ქართული და უცხოური საარქივო ფილმების უძველეს ნიმუშებს ქართველი მაყურებელი თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე ნახავს. საქართველოსა და მსოფლიოს 12 ქვეყნის 80-მდე დოკუმენტური, მხატვრული, ანიმაციური ფილმი და კინოქრონიკა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოდარბაზში 5-8 ოქტომბერს იქნება ნაჩვენები.

კინოფესტივალისთვის შერჩეული ფილმები 1895 – 1960-იან წლებში ძმები ლუმიერების, ძმები სკლადანოვსკების, იან კრიჟენეცკის, ვასილ ამაშუკელის, ჟორჟ მელიესის, აურელიო პაზ დორ რეისის, ჟორჯა პალუს, ოქტავიან მილეტიჩის, ვიმ ვენდერსისა და სხვების მიერ არის გადაღებული.

საქართველოს ეროვნული არქივი თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს პირველად ატარებს და კინოფესტივალის წლევანდელი თემა ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ძველი კინოდოკუმენტებია, ამიტომ მასში მონაწილე ქვეყნების - გერმანიის, იტალიის, აშშ-ის, ესპანეთის, მალტის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, პორტუგალიის, ჩეხეთის, ხორვატიის, მოლდოვასა და საფრანგეთის - კინოარქივები, კინოთეკები და კინომუზეუმები მათ ფონდებში დაცული უძველესი ფილმების პროგრამებს წარადგენენ.

კინოფესტივალის პროგრამას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

საქართველოს ეროვნული არქივი კინოფესტივალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ატარებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო